ინტერნეტი (Internet = inter+net - ქსელების გაერთიანება) - მსოფლიო კომპიუტერული ქსელი, მილიონობით კომპიუტერის საერთო ინფორმაციულ სისტემაში გამაერთიანებელი. ინტერნეტი წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას, უპრობლემოდ მივიღოთ ან გავავრცელოთ საქმიანი, სამეცნიერო, გასართობი და სხვა სახის ინფორმაცია. გლობალური ქსელი (ინტერნეტი) აკავშირებს პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა დიდ საგანმანათლებლო და სამთავრობო ორგანიზაციას, უნივერსიტეტებსა და ბიზნეს-ცენტრებს, საინფორმაციო სააგენტოებსა და გამომცემლობებს. იგი ქმნის ადამიანის ცოდნის გიგანტურ საცავს. ვირტუალური ბიბლიოთეკები, არქივები შეიცავენ ტექსტურ, გრაფიკულ, ვიდეო და აუდიო ინფორმაციას დიდი-რაოდენობით.
ინტერნეტი იქცა თანამედროვე ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად. კაცობრიობა თავისი განვითარების ახალ, ინფორმაციულ ეტაპზე გადადის. ქსელური ტექნოლოგიები კი ამაში უდიდეს როლს თამაშობენ.
ინტერნეტის ისტორია. ინტერნეტი წარმოიშვა როგორც, გამაერთიანებელი ორი იდეისა - შექმნილიყო გლობალური საინფორმაციო საცავი და ინფორმაციის გავრცელების უნივერსალური საშუალება.
კაცობრიობა ოდითგანვე ცდილობდა დაერეგულირებინა წერილობითი ინფორმაცია. კატალოგების პროტოტიპი, ჯერ კიდევ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში არსებობდა, ხოლო ძველი რელიგიური ტექსტები კი, შეიცავდნენ ე.წ. „ბმულებს“ - ანუ მითითებული იყო ადგილი, სადაც შეიძლებოდა ამა თუ იმ ინფორმაციის წაკითხვა.
სამეცნიერო ლიტერატურის გაჩენასთან ერთად, სულ უფრო და უფრო საჭირო ხდებოდა, ტექსტური ინფორმაციის სისტემატიზაცია, მათი სისტემაში მოყვანა. სწორედ ამიტომ XX საუკუნეში, საარქივო საქმე და კატალოგიზაცია პროფესიებად იქცნენ.
ამერიკელი მეცნიერები ვანევარ ბუში (Vannevar Bush) და თეოდორ ნელსონი (Theodor Holm Nelson) ცდილობდნენ მოაზროვნე ადამიანის საქმიანობა გარკვეულ დონეზე ავტომატური გაეხადათ. მათ უნდოდათ, იგი გაეთავისუფლებინათ ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების უმძიმესი სამუშაოსაგან. ნელსონმა შექმნა „დოკუმენტური სამყაროს“ თეორია, რომელშიც მთელი ცოდნა რომელიც კაცობრიობას ჰქონდა დაგროვილი წარმოადგენდა ერთ საინფორმაციო სისტემას დაკავშირებულს ბმულებით. ამ ორი მეცნიერის ნამუშევრები უფრო ფილოსოფიური ხასიათისა იყვნენ, ვიდრე პრაქტიკული, მაგრამ შემდგომში, სწორედ ისინი დაედვნენ საფუძვლად იმას, რასაც დღეს ჩვენ ჰიპერტექსტს ვუწოდებთ.
1950-იანი წლების ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ, შექმნა პერსპექტიული კვლევითი პროექტების სააგენტო „ARPA“ (Advanced Research Projects Agency), რომელსაც უნდა შეექმნა პოლიტიკური და საბრძოლო მოქმედებების კომპიუტერული მოდელი. ნიჭიერმა ორგანიზატორმა და მეცნიერმა (კომპ. სპეროში) ჯოზეფ ლიკლაიდერმა (J.C.R.Licklider) დაარწმუნა „ARPA“-ს ხელმძღვანელობა, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიექცია კომპიუტერული კავშირებისა ქსელების განვითარებისათვის. მან საკუთარ ნაშრომში „ადამიანისა და კომპიუტერის სიმბიოზი“ განავითარა ვირტუალური კომპიუტერული უზრუნველყოფის და ელექტრონული ბიბლიოთეკის იდეა, ასევე შეიმუშავა მომავალი გლობალური ქსელის სტრუქტურა.
1960-იან წლებში, კომპიუტერულმა ქსელებმა, გაცხოველებულად დაიწყეს განვითარება. ამ პერიოდში, მრავალი მწარმოებელი ფირმა, ქმნიდა პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპარატურას ლოკალური ქსელებისათვის, რომლებსაც შემდგომ წარმატებით იყენებდნენ უნივერსიტეტები, გამომცემლობები, სამხედრო უწყებები და ა.შ. სწორედ ამ დროს, წარმოიშვა ძალიან დიდი პრობლემა - სხვადასხვა ქსელების კომპიუტერებს არ ესმოდათ ერთმანეთის და შესაბამისად ვერ ხერხდებოდა ინფორმაციის გაცვლა.
ამ პრობლემის გადაწყვეტა სააგენტო „ARPA“-ს ევალებოდა და დადგა თეორიულად ნაფიქრის ცხოვრებაში გატარების დროც. პოლ ბარენმა, ლარი რობერტსმა და ვინტ სერფმა შეიმუშავეს ქსელური ტექნოლოგიების განვითარების მეთოდები: პაკეტური კომუნიკაცია და შეტყობინებათა დინამიური მარშუტირება, რომლებიც იყენებდნენ უვივერსალურ ქსელურ პროტოკოლს (ანუ ინფორმაციის ორგანიზებისა და გადაცემის წესების ნაკრებს).
1969 წელს შეიქმნა ქსელი, რომელსაც ეწოდა ARPANET-ი. სწორედ ის დაედო საფუძვლად თანამედროვე ინტერნეტს.
1976 წელს შემუშავებული იქნა ინფორმაციის გადაცემის უნივერსალური პროტოკოლი TCP-IP (Transmission control protocol/ Internet protocol). ქსელები, რომლებიც იყენებდნენ მას, იწოდებოდნენ, როგორც internet-ქსელები.
ლოკალური და ტერიტორიული ქსელების ერთიან გლობალურ სისტემაში გაერთიანებაში, ARPANET-ი პირველი და ძირითადი ქსელი იყო. ამ გაერთიანების მაშტაბებმა მთელი მსოფლიო მოიცვა და ინტერნეტი ეწოდა.
1980-იან წლებში ინტერნეტის მომხმარებლები იყვნენ, ძირითადად სპეციალისტები. ქსელის საშუალებით ხდებოდა ელექტრონული ფოსტის გაგზავნა და სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებს შორის იმარეთებოდა ტელეკონფერენციები.
1990 წელს ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრის (CERN) პროგრამისტმა ტიპ-ბერნერს-ლიმმა განახორციელა ერთიანი ჰიპერტექსტული სისტემის იდეა და შექმნა სპეციალური პროგრამირების ენა HTML (HyperText Markup Language) ჰიპერტექსტული გვერდების შესაქმენლად. ასევე მან შექმნა სპეციალური HTTP (HyperText Transfer Protocol) პროტოკოლი, ჰიპერტექსტული გვერდების ქსელში გადასაგზავნად, ხოლო მისამართების მითითების ახალი საშუალება URL (Uniform Resource Locator – რესურსების უნივერსალური მაჩვენებელი) იძლეოდა მათი ადვილად დამახოვრებისა და საინფორმაციო გარემოში უკეთესად ორიენტირების საშუალებას. ასევე დაიწერა სპეციალური პროგრამა ჰიპერტექსტული გვერდების ასახვისათვის, რომელსაც „ბრაუზერი“ - ანუ მმთვალიერებელი ეწოდა.
ბერნერს-ლიმმა თავის პროექტს WWW - World Wide Web უწოდა. ანუ - „მსოფლიო ობობა.
ნამდვილ პოპულარობა ინტერნეტმა გრაფიკული ბრაუზერის (Mosaic) გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. ეს პროგრამა 1992 წელს მარკ ანდერსენმა დაწერა. ამ პერიოდში გახდა ფერადი გამოსახულების სწრაფად გაგზავნა შესაძლებელი. ინტერნეტში ინახებოდა, არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ გასართობი ინფორმაციაც.
ინტერნეტის ისტორია შეუჩერებლად ვითარდება და შეიძლება მხოლოდ ვიმკითხაოთ თუ რა სიურპრიზებს გვიმზადებენ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. დანამდვილებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენ გადავდივართ კაცობრიობის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელშიც ინტერნეტი უდიდეს როლს ასრულებს.